"ქრისტიან–დემოკრატებმა" ქუთაისში კანდიდატურები მოხსნეს
ქუთაისში "ახალმა ქრისტიან–დემოკრატებმა" კანდიდატურები მოხსნეს. პარტიის მერობის კანდიდატმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.
გოგიტა გოგელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ძალთა დაქსაქსვა ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კარგი იქნება ძალთა კონსოლიდირება.
"დღეს ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები“-ს ქუთაისის მთლიანმა შემადგენლობამ მოვხსენით კანდიდატურები, როგორც მერობის კანდიდატობიდან, ასევე პროპორციული სიიდან და მაჟორიტარობიდან. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მხარი დაეჭირა ჩვენთვის, ვიცით, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ იყვნენ. არანაირი რესურსის არსებობის პირობებში (არა ოფისი, არა საარჩევნო ბუკლეტი და პლაკატი და არა გადაადგილების საშუალება,სხვა რესურსზე აღარ ვსაუბრობ) გუნდის თითოეულმა წევრმა პიროვნულად გასწია უზარმაზარი მუშაობა, რათა ამომრჩევლამდე მიეტანა ის გეგმები, რის გაკეთებასაც ვაპირებდით. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების ძალთა დაქსაქსვა ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კარგი იქნება, ძალთა კონსოლიდირება",–წერს გოგიტა გოგელაშვილი.
გოგიტა გოგელაშვილმა თავისი კანდიდატურა მერობის პოსტზე საოლქო კომისიაში 21 სექტემბერს დაარეგისტრია. ის ათი კანდიდატიდან ერთ–ერთი იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი