|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეაბილიტირებული სკოლები განათლების მინისტრმა დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
ქუთაისის 34-ე საჯარო სკოლა 450 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება 1200 მოსწავლეზე გათვლილ 37-ე საჯარო სკოლას, მისი ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტია.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, ასევე,სპორტული და სააქტო დარბაზები.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად კი, წლის ბოლომდე ჯამში 100 საჯარო სკოლას სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შენობა ექნება.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა