ქუთაისში რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო გაზონს ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკის გამო გაზონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ცეცხლი რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს მოედო.
ადგილობრივები ადასტურებენ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი რესტორნიდან გაშვებული ფოიერვერკი გახდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა