ქუთაისში რობი კუხიანიძის და ,,ფრანის’’ კონცერტი გაიმართება
9 ივლისს ქუთაისში რობი კუხიანიძის და ჯგუფის ,,ფრანი’’ კონცერტი გაიმართება.
კონცერტი თეთრ ხიდთან, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
ღონისძიება პროექტის ,,Check In Georgia’’ ფარგლებში იმართება.
რობი კუხიანიძე პანკ-როკ ჯგუფის -"Outsider" დამაარსებელი და ლიდერია. მან ეს ჯგუფი 90-იან წლებში ქუთაისში ჩამოაყალიბა და საკმაო წარმატებითაც სარგებლობდა. ცნობილია მისი კომპოზიციები: "ქალაქში ბნელა", "დიმპიტაური", "ტაია", "ტანგო"...
ქუთაისური ჯგუფია "ფრანიც". ის 2005 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სოლისტია გაგა ჩიხლაძე.
კონცერტი 20. 00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა