ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან 65 წლის მამაკაცი დაიღუპა
ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან 65 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც უგონო მდგომარეობაში მოქალაქეებმა იპოვეს.
თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია რუხაძე განმარტავს, სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე დაუყონებლივ მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა