ქუთაისში, რუსთაველისა და წითელ ხიდებზე ერთობის ჯაჭვი შეიკრა
ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვში ჩაებნენ. ამ ფორმით, უწყვეტ აქციას შეუერთდნენ.
უწყვეტი პროტესტის 31-ე დღეს ქუთაისელები ამბობენ, რომ აქციები იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
„მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში გაერთიანება შეგვიძლია. დღეს სიმბოლურად ვიკრიბებით, რუსთაველის და წითელ ხიდებზე. ხიდი არის როგორც გამაერთიანებელი წარსულის და აწმყოსი და ჩვენც ამიტომ ხიდებთან მოვაწყვეთ ერთობის ჯაჭვი. ამ ფორმით გრძელდება უწყვეტი პროტესტი, უცვლელი მოთხოვნებით. იმედი მაქვს, რომ გაერთიანდება ქვეყანა ამ მოთხოვნების გარშემო, გათავისუფლდებიან დაკავებულები და დაინიშნება ახალი არჩევნები", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: