|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებზე შოთა სირაძის კანდიდატურის აცილება მოითხოვეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განიხილა მიმდინაროებს. მოსამართლეთა კოლეგია "საიას" და "შენი ხმის" საჩივარებს სწავლობს.

სხდომის დაწყებისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა  ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია.

ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთის და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილობას და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

ავტორი: ნიუპრესი