ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან მოქალაქეების აქცია გაიმართა
ბიზნესპარტნიორის მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლებმა ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქმეში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ.
მათი თქმით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ამასთან, ამბობენ, რომ დაკავებულმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მუქარის ფონზე მისცა, რადგან მას შვილებზე ძალადობით ემუქრებოდნენ.
დაკავებულის ახლობლები სააპელაციო სასამართლოს საქმის სწორად შესწავას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პროცესის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას მოითხოვენ.
ალექსანდრე ტოგონიძე 2019 წლის ნოემბერში მეგობრის მკვლელობოს ბრალდებით დააკავეს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მოისაჯა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი