ქუთაისში საახალწლო განათების დროებით ჩაქრობას ითხოვენ
20 დეკემბერს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება სოლიდარობის აქცია. აქცია სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სირიელი ოჯახებისთვის მხარდასაჭერად მოეწყობა.
„ჩვენ ვუერთდებით აქცია „საქართველო სირიელი ხალხისთვის“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მოითხოვენ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება. ასევე თხოვნით მიმართავენ ქუთაისის მერიას , რომ დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს საახალწლო განათებები ქალაქებში.
აქცია 18:00 საათზე დაიწყება და ყველა მოქალაქეს, ვინც აპროტესტებს სირიაში მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობა აქვს პროტესტი გამოხატოს აქციაში ჩართვით.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















