ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოს ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპულია 45 წლის მამაკაცი, რომელსაც თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ჭრილობა აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:08
11:18
11:17
11:11
















