|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები მიშიკო მუმლაძე და იმედა ონიანი დააკავეს

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები მიშიკო მუმლაძე და იმედა ონიანი დააკავეს. მეგობრებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მათ ადგილსამყოფელს სამტრედიის პოლიციაში მიაგნეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება თეთრი ხიდიდან ბანერის გადაკიდების მცდელობას მოყვა.

როგორც "სირცხვილიას" თანადამფუძნებელი შოთა  დიღმელაშვილი აცხადებს, მოხერხდა დაკავებულებთან  ადვოკატის შესვლა.

"როგორც ჩანს, სამტრედიაში მედიისგან მოსარიდებლად წაიყვანეს. საარჩევნო თემატიკის ბანერების გადმოფენას ცდილობდნენ ხიდიდან, რისი უფლებაც ჰქონდათ. დაკავების მიზეზი გაუგებარია, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და ალბათ ტრადიციულად "წინააღმდეგობის" შეკერვას შეეცდებიან"- წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა