ქუთაისში საოლქო პროკურატურასთან ჟურნალისტი შიმშილობს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო. როგორც ჩივაძე აცხადებს, მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ათი წელია გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი.
ის მომხდარში პროკურორებს ვალერი გეგუჩაძეს და თამარ მესხიას ადანაშაულებს.
მისი თქმით, პროკურატურამ გუშინდელი განცხადებითაც დაზარალებულად არ ცნო და აცხადებს, რომ მისი ქონება მიტაცებულია მაღალჩინოსნების მიერ.
ჩივაძე მშრალი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.
აქციაზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტის ინტერესების დამცველი ადვოკატები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა