|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
26 მაისის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ პარაკლისი გადაიხადა. ტაძარში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია საგამოფენო სივრცე "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს", საბავშვო, სპორტული და გასართობი სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ავტორი: