ქუთაისში სასწრაფოს ექიმებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა
ქუთაისში სასწრაფოს ექიმებს, რომლებმაც გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს, ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. ის სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.
შეხვედრაზე იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.
„სამინისტრის ცნობით, მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია.
ავტორი: ნიუპრესი