ქუთაისში შერჩეული უბნების გადათვლა მიმდინარეობს
ქუთაისის საოლქო კომისია შემთხვევითობის პრინციპით გამოვლენილი უბნების გადათვლას ახდენს. გადათვლის პროცესი რაგბის სკოლის დარვაზში მიმდინარეობს.
ცენტრალური საოლქო კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ქუთაისში შვიდი უბნის გადათვლა ხდება
შერჩეული უბნებიდან, სამში ხატია დეკანოიძე, ოთხში კი იოსებ ხახალეიშვილი იგებს.
კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის თქმით, ყველა გამოვლენილი ხარვეზი აისახება ოქმში, თუმცა რამე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებიან, რადგან, მისი ინფორმაციით, ხმების გადათვლა სტანდარტების დაცვით მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა