ქუთაისში შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს
ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 -მა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია შესთავაზა.
ვაკანსიები სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებს შეეხება.
ფორუმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის ასევე მხარს უჭერენ ქუთაისის მერია, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აირჩიონ სხვადასხვა შეთავაზება, რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი