|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული კამპანიის მეორე ფაზა იწყება

9 ნოემბერს  ქუთაისში სოციალური კამპანიის „თანასწორობა გვჭირდება“ მეორე ფაზის წარდგენა გაიმართება.

 მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე თანამონაწილეობითი პერფორმანსი-ინსტალაცია მოეწყობა. გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის ხელმძღვანელი მაკა მეშველიანი მიმართავს.

ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კრეატიულ ინტერაქციულ ექსპოზიციაში, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების უხილავ ბარიერებს წარმოაჩენს.

სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 წელს დაიწყო, მისი ინიციატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა