|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საბრალდებო დასკვნა" - სპექტაკლი სომხურმა თეატრმა გივი ბერიკაშვილის ხსოვნას მიუძღვნა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" გაიმართა. სპექტაკლი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურმა სახელმწიფო დრამატული თეატრის დასხმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ დასის წევრებმა წარმოდგენა ქართულად პირველად გამართეს. სპექტაკლის რეჟისორი არმიან ბაიანდურიანია. 

"სომხური დასი თბილისში მოღვაწეობს. თეატრი უკვე 160 წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ დღეს ქუთაისში ვიმყოფებით. იმედი გვაქვს,  სხვა დროსაც მოგვიწევს აქ ჩამოსვლა",- განაცხადა სომხური თეატრის დირექტორმა ლუიზა ხაჩატუროვამ.

"სპექტაკლი შედგა და რაც მთავარია მაყურებელს მოეწონა. ჩვენ კვლავ დავბრუნდებით ამ არაჩვეულებრივ ქალაქში და სხვა საინტერესო სპექტაკლებსაც ჩამოვიტანთ, სამომავლოდ უფრო დავხვეწთ ქართულ ენას",- განაცხადა მსახიობმა ნარიკ ბაინდურიანმა.

 სპექტაკლი გივი ბერიკაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. დასი აღნიშნული სპექტაკლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარსდგება.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა