ქუთაისში სპირტის საწარმო შენდება
„ჰუალინგ ჯგუფი“ ქუთაისში სპირტის საწარმოს აშენებს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა „ნიუპრესთან“ ისაუბრა.
შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისი პოლიტიკური ცენტრის სტატუსთან ერთად სხვადასხვა დატვირთვასაც იძენს.
„ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. აქ პარლამენტთან ერთად სახელმწიფოს 20 უწყების წარმომადგენლობა იმყოფება. პარლამენტთან ერთად ეს უწყებები აქტიურად ფუნქციონირებს. ამასთანავე ქუთაისი სხვა სტატუსსაც იძენს.რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ჰუალინგ ჰგუფი“ ორ საწარმოს აშენებს, მეტალურგიულსა და სპირტის მწარმოებელ საწარმოებს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისათვის“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება პროექტების ღირებულებას, მურღულია აღნიშნავს, რომ დეტალურ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, თავად კი როგორც ქალაქის მერი ქალაქში მიმდინარე ყველა პროექტს ეცნობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი