|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი იმართება

ქუთაისში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა სპორტულ ტანვარჯიშში, რომელშიც 5 ქვეყნის 40-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტურნირში საქართველოს, ბელორუსის, ლატვიის, პოლონეთის და სომხეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

ტურნირი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება და 10 მაისს დასრულდება. პარალელურად გაიმართება მნიშვნელოვანი შეჯიბრი "ჩვენ მომავალი ოლიმპიელები", სადაც სპეციალური პრიზი - ქუთაისის თასი გათამაშდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა