ქუთაისში სუს-მა დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვა - ხატია დეკანოიძე
ქუთაისში სუს-მა დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვა, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ის სახელმწიფო სამსახურს მოქალაქეებვისათვის პირადობის მოწმობების დაუყოვნებლივ გადაცემას მოითხოვს.
"მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ, მე ვამბობ, დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ მათ შორის პროკურატურაში საჩივარს, რომელიც გულიხმობს ადამიანებისთვის ხმის უფლების წართმევას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი: ნიუპრესი