|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე ისტორიული შენობა დაიწვა

ქუთაისში საქართველოს ფოსტის შენობაში ხანძრი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც საქართველოს ფოსტა ფუნქციონირებს, არ გადასულა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ავტორი: ნიუპრესი