ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ
ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ. კომპანიაში დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, საწვავი გაძვირდა და დაბალი ტარიფის გამო ხარჯებს არ ყოფნის, ამიტომ ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
მათი თქმით, მოთხოვნა მინიმალურია და კომპანიამ შესრულება უნდა შეძლოს.
კომპანიის ოფისთან 200-მდე მძღოლია შეკრებილი და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. მათი თქმით, ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია არ აქვს და მათი მოთხოვნების შესახებ ვერ აცნობეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 8 ხმა