ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაცია, შესაძლოა, ყაზახურმა კომპანიამ მოახდინოს
ქუთაისის მერიის მიერ „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.
კომპანია "ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა" 444 966 ლარიან ტენდერში 8 967 ლარით ნაკლებით თანხა დააფიქსირა. ამ დროისთვის სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა-შერჩევა მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მერია გამარჯვებულად აღნიშნულ კომპანიას გამოაცხადებს, ის სამუშაოებს 435 999 ლარად შეასრულებს.
"ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, კომპანიის სათაო ოფისი ყაზახეთშია. კომპანია საქართველოში ჯერჯერობით რაიმე სახის სამუშაო შესრულებული არ აქვს. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ჩიკვაიძე აცხადებს, რომ კომპანია სოლიდური გამოცდილების მქონეა და მათ შორის გამოცდილება აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის.
მისი თქმით, მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, თუმცა მათი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, მისი განმარტებით, სამუშაოები ხარისხიანად და ვადებში შესრულდება.
"ალმა-რუსს" ხიდის მშენებლობის გამოცდილებაც აქვს. ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ყაზახეთში, ბალხაშის რაიონის სოფელ კიუგანთან მოახდინა ხიდის რეაბილიტაცია, რისთვისაც 575 300 360 მილიონიანი სამუშაო შეასრულა.
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი