|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ტობეს" მფლობელის შვილის ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს

ქუთაისში, სამშენებლო კომპანია "ტობე"-ს მფლობელის შვილის ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება. როგორც ცნობილია სამართალდამცველები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მანქანაში, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს დამონტაჟებული. 
„ტობე“-ს მფლობელის თენგიზ ჩირაძის განცხადებით, მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ საეჭვო მოწყობილობა შენიშნეს. მისივე განცხადებით, მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე - კომპანია „ტობე“-ს ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ. 
კომპანია „ტობე“ სამშენებლო ფირმაა 10 წლიანი გამოცდილებით.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი