ქუთაისში ტრანსპორტის საფასურის გაორმაგება იგეგმება
ქუთაისში ტრანსპორტის საფასურის გაორმაგება იგეგმება, - ამის შესახებ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის მოსახლეობისათვის ეს მძიმე ტვირთი იქნება.
„ქართულმა ოცნებამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა, სადაც ძირითადი საკითხი ქუთაისში ტრანსპორტის ფასის ზრდა იქნება. იგეგმება ფასის 100-%-იანი, ქუთაისის მოსახლეობა მოუწევს ტრანსპორტის საფასურის 80 თეთრის ოდენობით გადახდა. ქუთაისში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და მოსახლეობისთვის ეს მძიმე ტვირთი იქნება“, - განაცხადა გიორგი კილაძემ.
საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობენ.
ამჟამად ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 40 თეთრია.
ავტორი: ნიუპრესი