ქუთაისში თურქული კომპანიის ოფისი დააყაჩაღეს
ქუთაისში თურქული კომპანიის „ლუქს კარადენიზი“ ოფისი დააყაჩაღეს.
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში დაუდგენელი პირები ბილეთების შესაძენად შევიდნენ, შემდგომ კი მოლარეს მუქარის ძალით თანხა წაართვეს.
ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საგამოძიებო სამუშაოები სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა