43 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ქუთაისში, ბალახვანში, მშენებარე კორპუსიდან 43 წლის მამაკაცი გადმოვარდა.
როგორც თვითმხილველი აცხადებს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















