|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უბნების გადათვლის შემდეგ 7-დან 3-ზე მონაცემები მცირედ შეიცვალა

ქუთაისში საარჩევნო უბნების გადათვლა დასრულდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, შვიდი უბნიდან ოთხში შედეგები უცვლელი დარჩა. სამ უბანზე მონაცემები მინიმალურად შეიცვალა.

ბათილი ბიულეტენების ნაწილი კომისიის გადაწყვეტილებით ნამდვილად ჩაითვალა, ხმების ნაწილი ხატია დეკანოიძეს, ნაწილი იოსებ ხახალეიშვილს მიემატა.

ასევე მოხდა ცვლილება და ხატია დეკანოიძის ორი ბიულეტენი გაბათილდა.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, დათვლამ მშვიდად ჩაიარა, შენიშვნა არცერთ წევრს ქონია, რაც შეეხება ცვლილებებს, მისი თქმით, ის შედეგზე რამე გავლენას ვერ მოახდენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა