|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში ჩვეულებრივი წვიმა სტიქიურ უბედურებად იქცა"-გრიგოლ ვაშაძე

ქუთაისის წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მან თვითმმართველობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„გუშინ, რამდენიმე უბნიდან ზარები შემოვიდა, ადგილზე გავედით და შემზარავი სიტუაცია დაგვხვდა,  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მუსხელიშვილის ქუჩაზე. ყველა სახლის პირველი სართული დატბორილია, ამ საყოველთაო უმუშევრობის პერიოდში.  სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კომისია და უნდა დაითვალონ ყველა ეს ზარალი,  რაც მოსახლეობას ზოგიერთი სამსახურის უმოქმედობის გამო  მიადგა,  მერე უნდა იფიქრონ ზარალის ანაზღაურებაზე. ადგილზე არავინ იყო პატრულის გარდა და მათ გამოყავდათ ბავშვები. 

ერთი ციცქნა მდინარეა ქუთაისში,  რომელიც დიდი ხანია არ გაწმენდილა. სამი-ოთხი ადამიანი იყო მდინარის გაწმენდაზე პასუხისმგებელი და რატომღაც 2013 წელს გაათავისუფლეს და შედეგიც გვაქვს. ქუთაისში ჩვეულებრივი წვიმა  სტიქიურ უბედურებად იქცა“, -განაცხადა ვაშაძემ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში მდინარე ოღასყურა კალაპოტიდან გადმოვიდა,  რაც ქალაქის ნაწილის  დატბორვის მიზეზი გახდა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე