|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქუთაისში ომში მყოფი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო აქტივისტები და ქუთაისში მყოფი უკრაინელები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქში ავტომობილებით მსვლელობა გამართეს.

მოგვიანებით კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. შესრულდა და საქართველოს და უკრაინის ჰიმნები და სიმბოლურად უკრაინის ფერების კვამლი გაუშვეს.

“ვულოცავთ მეგობარ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ გამარჯვებას მტერთან ბრძოლაში. საქართველოს გადარჩენის ხაზი გადის უკრაინაზე”, – ამბობენ სოლიდარობის აქციის მონაწილეები.

უკრაინის სოლიდარობის აქციების გაიმართა ასევე თბილისსა და ბათუმში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა