ქუთაისში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს
ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
დღესვე, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა 5 პედაგოგს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებიან მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება ქუთაისის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება, მასწავლებელთა შრომისა და ღვაწლის პატივისცემისა და მხარდაჭერის მიზნით.
ავტორი: