ქუთაისში წყალარინების პროექტი აღარ განხორციელდება გიგა შუშანია
ქუთაისში წყალარინების პროექტი აღარ განხორციელდება, - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა"ავრცელებს.
გიგა შუშანიას თქმით, საქართველოს მთავრობამ გააუქმა სესხის ხელშეკრულება. მან დღეს პარლამენტის შესაბამისი დადგენილება გაასაჯაროვა,
რომლის თანახმადაც ხელისუფლება ამ პროექტის განსახორციელებლად უარს ამბობს ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონიან სესხზე.
გიგა შუშანიას თქმით, ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი ცრუ დაპირება.
"არ შესრულდა თავის დროს პომპეზურად დაანონსებული რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია, ასასაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, ოცნების ქალაქის მშენებლობა და მრავალი სხვა. ქუთაისის მერს არ შესწევს უნარი დაიცვას მისი ქალაქის ინტერესები", -განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა