|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხანძრის ჩაქრობას 10 ეკიპაჟი ცდილობს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსის აივანზე გაჩენილი ხანძარი სახურავს მოედო.

ადგილზე 10 სახანძრო ეკიპაჟი  მუშაობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და ამ დროისთვის არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება ხანძარს, ცეცხლი საცხოვრებელ ფართებში ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

იმედოვნებენ, რომ მალე მოხდება ხანძრის ლოკალიზება.

 

ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

 

ავტორი: ნიუპრესი