|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხმა უკვე 44 452-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 28,89 პროცენტია

15:30 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 44 452-მა ამომრჩეველმა მისცა. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლის 28,89 პროცენტია.
 
ლარინა ლალიაშვილის თქმით, ეს თითქმის ექვსი პროცენტით მეტია 2017 წლის არჩევნების მონაცემებთან. საოლქოში შესულია 14 საჩივარი, თითქმია ყველა პროცედურულია.
 
მან ასევე ისაუბარა 124-ე უბანზე არსებულ ფაქტზე, მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ოქმში წინასწარ შეიტანა უბნის კომისიის წევრების სახელები და გვარები, თუმცა სხვა მონაცემები არ ყოფილა.
მისივე თქმით, აღნიშნული ოქმი უბნის ბათილობის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საკითხზე მოკვლევა დაიწყება და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
რაც შეეხება ხატია დეკანოიძის ბრალდებას, ლალიაშვილის თქმით, ის მზადაა ყველას შეხვდეს, ამასთან აცხადებს, რომ ყველა ბრალდებას ჭირდება მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანდოობა ეჭვქვეშ დგება.
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა