|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ქუთაისში ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი გაიხსნა. შსს -ს ინფორმაციით  დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და  ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. 

უწყების ინფორმაციით,  ბოლო დღეების  თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5  ფაქტი გაიხსნა. ასევე გახსნილია 1 ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი იმერეთში და ქუთაისში ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გახსნილია ქურდობის 8 ფაქტი, დაკავებულია 9 პირი.  კერძოდ:  იმერეთში -  2, აჭარაში - 2, შიდა ქართლში  - 5.  იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავს ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი,- ნათქვამია შსს-ს მიე რ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი