|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ახალგაზრდული თეატრის შენობის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ქუთაისში ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო. გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის წინ არსებული სივრცე უკვე შემოიღობა და უახლოეს მომავალში შენობის დემონტაჯი იგეგმება.

 როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი, ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.  როგორც ცნობილია, რამდენჯერმე მოხდა შენობის აუქციონზე გატანა, თუმცა მისი გასხვისება ვერ მოხერხდა.

ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, კომპანიასა და მერიას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოხდა ტერიტორიების გაცვალა. კერძოდ, ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ნაცვლად კომპანიამ მერიას ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გადასცა და დამატებით 260 ათასი ლარი გადაიხადა.

"კომპანიასთან შეთანხმებით, მოხდა ყოფილი ახალგაზრდული თეატრისა და ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის ჩანაცვლება. ლიტოფონის მიმდებარე ტერიტორია 900 კვ.მ, ხოლო ახალგაზრდული თეატრის შენობა 917 კვ.მ, რის გამოც ექსპერტის შეფასების საფუძველზე კომპანიამ მერიას დამატებით 260 ათასი ლარი გადაუხადა", - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

ლიტოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა. ხოლო  ახალგაზრდული თეატრის ყოფილი შენობის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსი. როგორც ცნობილია, ადგილზე მილიონნახევრიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა