ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა იწყება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები დაიწყო.
საცურაო აუზი ლითოფონის ტერიტორიაზე აშენდება. პროექტისთვის, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი გაიხარჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა ტვ" "რიონის" გადაცემაში "ანგარიში ხალხს" ისაუბრა.
"საპროექტო სამუშაოებისათვის თანხა საკრებულოს წევრებმა საკუთარი ხელფასებიდან დავზოგეთ. ეს არის ორწლიანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც ქუთაისს ექნება აუზი, რომელიც საჭიროა ბავშვების მოსამზადებლად",-განაცხადა დვალმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა