|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჟურნალისტების მიმართ ძალადობა აქციით გააპროტესტეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.

მათი თქმით, ჟურნალისტის საქმიანობა არის ხელშეუხებელი და მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა. 

"სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ჩვენი კოლეგების მიმართ"-განაცხადეს ჟურნალისტებმა.

შეგახსენებთ, თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მიმანმიმართულად ხდება ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობა. მათ შორის ცემეს და დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. მას მიღებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები სახისა და თავის არეში, რის შემდეგადაც დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. აღნიშნულის გამო ჟურნალისტი გაათავისუფლეს. კლინიკაში მკურნალობა დასჭირდათ ასევე ტელეჟურნალისტებს, გურამ როგავასა და მარიამ გაფრინდაშვილს. 

ავტორი: ნიუპრესი