"ქუთაისთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი შემუშავდება"
ქუთაისთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი შემუშავდება–განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, მათი მთავარი იდეა ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება და გაძლიერებაა.
„ქუთაისი უნდა გახდეს პოლიტიკური ცენტრი. ამ ხელისუფლების მტკიცება, რომ პარლამენტის მშენებლობა წყალში გადაყრილი ფულია, არის ტყუილი, ეს არის ქუთაისში ჩადებული ფული. ჩვენ განვავითარებთ ამ იდეას და ქუთაისისთვის მოხდება კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებულ სტატუსს ქუთაისისთვის, რაც მოიტანს განსხვავებულ საბიუჯეტო დაფინანსებას და ქალაქის განვითარებას“, –განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი წერეთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია #49–ე საარჩევნო ოლქში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი



16:58
11:46
















