|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისთან მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

როგორც "ნიუპრესს" შსს-დან აცნობეს, ქუთაისი-ბაღდათის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

შემთხვევა ამ დილით მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხეს დაეჯახა.  გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი სერიოზულად არ დაშავებულა. 

გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა