„რაგბი 50“ -ქუთაისური რაგბის ისტორია წიგნად გამოიცემა
„რაგბი 50“-ამ სახელწოდების წიგნის დასაბეჭდად ქუთაისში ტენდერი გამოცხადდა. წიგნი, როლის ავტორის ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი ზურაბ ჯავახაძეა, რამდენიმე თვის წინ უნდა დაბეჭდილიყო. როგორც ავტორი აცხადებდა, პრეზენტაცია მაისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე უნდა მომხდარიყო.
წიგნი ქუთაისის რაგბის ცხოვრების ამსახველია.
წიგნს უნდა ჰქონდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა „გამოცემა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ“; გაყიდვა აკრძალულია.
110 წიგნის დასაბეჭდად 5 900 ლარი გამოიყო. წიგნი დაიბეჭდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი