ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში - 89, იმერეთში -131.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220- აჭარაში.
5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი