|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კითხვა - პასუხი დისკრიმინაციის თემაზე

- რა არის დისკრიმინაცია?

- დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio- განსხვავება) - ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო.

დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დე იურე - სამართლებრივი დისკრიმინაცია), ან მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს - დე ფაქტო.

აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში?

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანისფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვაშეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა,რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლი ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.

მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრისდა სხვა ნიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა.

კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.

დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის 1421 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა, დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.

- ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?

დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციული კანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.

დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.

4. ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე, კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაშიმითითებულიძირითადიუფლებანიდათავისუფლებანი, მათიშინაარსისგათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.

მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯარო სამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებად (ააიპ) რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის დაწესებით შესაძლოა განხილულ იქნეს დისკრიმინაციად.

-რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?

-პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა - პირდაპირი და ირიბი.

პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან  პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

მაგალითად, პირდაპირია დისკრიმინაცია თუ კანონი პირდაპირ და გაუმართლებლად ზღუდავს რასის, კანისფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელმდგომარეობაში აყენებს ანა ლოგიურ პირობებში მყოფს ხვაპირებთან შედარებით ან თანაბარმდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

 

  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა