|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ბედი ელის საფეხბურთო გუნდ "ზესტაფონს" ?

  საფეხბურთო გუნდი "ზესტაფონი" მძიმე ფინანსური პრობლემების ქვეშ იმყოფება. გუნდი, რომელიც იმერეთში ერთ-ერთი საუკეთესო  იყო,  დღეს დაშლის პირას არის. ვითარება 2015 წლის 19 აპრილს დამძიმდა, მაშინ როდესაც გუნდი  გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა.

 სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით,  საფეხბურთო გუნდი "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან მოიხსნა. გუნდს დაეკისრა დისციპლინური სასჯელი. მატჩზე გამოუცხადებლობის გამო "ზესტაფონს"  გორის   "დილასთან" წაგება 0:3 ჩაეთვალა, ასევე დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით.

 საფეხბურთო გუნდის "ზესტაფონის" პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით    გუნდის მატჩზე გაუსვლელობის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ  ჯერაც დაუდგენელმა პირებმა "ზესტაფონის" ერთ-ერთ  ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ "გორელებთან" შეხვედრის დათმობა შესთავაზეს.

"ნიუპრესი" კლუბის ერთ-ერთ ფეხბურთელს დავით კუპატაძეს გაესაუბრა, როგორც დავითი ჩვენთან საუბარში განმარტავს,    გორის "დილასთან" არ შეხვედრის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა.

 

"გუნდი სათამაშოდ იმიტომ არ გავიდა, რომ გვქონდა ფინანსური პრობლემები. 4 თვეა არ აგვიღია ხელფასები, რაც შეეხება იმას რომ მატჩი იყო გაყიდული,  თუ გარიგებული,  მე არანაირ ინფორმაციაას არ ვფლობ. ვერ მოიძებნა ის სახსრები, რომ  გუნდს გაეგრძელებინა თამაში.

"ზესტაფონი" არ არის  ის გუნდი, რომ ფოთის კოლხეთთან 4:0 წააგოს, მაგრამ    ნამგზავრები ჩავედით და დაღლილებს მოგვიწია თამაში. შეიძლება ვინმემ სხვანაირად გაიგოს, მაგრამ ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია, ამ ვითარებაში თამაში, თანაც უხელფასოდ.  რაც შეეხება გორის "დილასთან" გაუსვლელობის მიზეზს,  ელემენტარული სახსრები არ გვქონდა,"განაცხადა დავითმა.

 დავითი ბოლო ერთი წელია, რაც ზესტაფონის გუნდში თამაშობს, ის მანამდე  "ტორპედოს"  გუნდის მოთამაშე იყო.  

"ზესტაფონის" გუნდში, რომ მივედი  ძალიან კარგი მდგომარეობა დამხვდა. ხელფასები ,პრემიები და სხვა  ფეხბურთისთვის საჭირო   ნიუანსები მოწესრიგებული იყო", -იხსენებს დავითი.   ბოლო 4 თვეა რაც სიტუაცია აირია, დავითის თქმით,  გუნდის ხელმძღვანელს ილია კოკაიას აღარ აქვს სახსრები დამოუკიდებლად  გაუწიოს გუნდს ფინანსური მხარდაჭერა და დახმარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს  სთხოვა, თუმცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონი" დაფინასება არ ისურვა.

 

13 მომხრე და 17 წინააღმდეგი- ასეთი შედეგით დასრულდა საკრებულოს სხდომა ზესტაფონში, სადაც საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონი" დაფინანსების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. დაიშლება, თუ არა ზესტაფონის ნაკრები,  ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ფეხბურთელები ამ ეტაპზე ვარჯიშს არ აგრძელებენ. დავით კუპატაძის განმარტებით,  ხშირია ზარები მათი მხარდამჭერებისაგან და ისინი მწუხარებას გამოთქვამენ აღნიშნული ვითარების გამო.  "ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება ზესტაფონიდან და წუხილს გამოთქვამენ შექმნილ ვითარებაზე. ზესტაფონის მოსახლეობის მხარდაჭერას ხშირად ვგრძნობთ, რაზეც დიდი მადლობას ვუხდი მათ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თამაში სრულიად უცხო ადამიანებმა დაგვიფინანსეს.  ვფიქრობ,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, თავიანთ ხალხს ერთადერთი გასართობი საშუალება  არ უნდა წაართვას,"-აღნიშნა დავითმა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა