|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ეტაპზეა გელათის გადახურვის სამუშაოები?

გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოსავლეთის მკლავის-კონქისა და საკურთხევლის აბსიდის დროებით გადახურვის სამუშაოები სრულდება.

სამუშაობს გერმანული კომპანია “ქუადრექსი” ახორციელებს. მხატვრობის კონსერვაციის პროცესს ბრიტანელი ექსპერტები სტივენ რიკერბე და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ რომელთან მინერალოგიის საკითხებში პოტსდამის გამოყენებათა მეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი შტეფან ლაუე ეხმარება. მათი თქმით, აღნიშნული კონსტრუქცია კათედრალისთვის სრულიად უსაფრთხოა. ის საშუალებას მისცემს ყველა ტიპის კონსერვაციას უსაფრთხო და პროფესიულ გარემოში განხორციელდეს.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ ტაძარში ნალექის ჩასვლასთან დაკავშირებით. მათი თქმით, მოხდა საკურთხევლის შესწავლა და წყლის ჩასვა არ ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, ადრეული დროებითი თუნუქის გადახურვა ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოების გამო მოიხსნა.

სპეციალისტებმა ასევე ისაუბრეს, მოზაიკისა და ფრესკების მდგომარეობაზე. აცხადებენ, რომ არსებობს რამდენიმე მცირე ლოკაცია, რომელიც ვერ შენარჩუნდება, თუმცა დაზიანების ძირითადი კრიტიკული კერები შენარჩუნებას ექვემდებარება.

ავტორი: ნიუპრესი