რა გახდა 19 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი? - კლინიკაში პირველი კომენტარი გააკეთეს
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი 19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი მედიკოსებს უპირისპირდება. ოჯახი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ანესთეზიის ზედოზირება ან ვადაგასული მედიკამენტის გამოყენება გახდა.
ოჯახის განცხადებით, სესილი ბუბუტეიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონია და ზუგდიდიდან ქუთაისში მისი გადაყვანის მიზეზი ბავშვის არასწორი მდებარეობა გახდა.
"სესილის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, ქუთაისში იმიტომ წავიყვანეთ, რომ ექოსკოპიური დასკვნიდან გამომდინარე ბავშვი იყო არასწორ მდგომარეობაში. ოპერაციის პროცესში გაჩერდა გული, რამაც გამოიწვია შემდეგ ტვინის შეშუპება, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვეს ფატალური შედეგი. როგორც მეუბნებიან, ყველა გზა მისდის ანესტეზიისკენ, ან არის გადაჭარბებული დოზა, ან უხარისხო მედიკამენტი, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
19 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოჯახის ბრალდებებს მედიკამენტების უვარგისობასთან დაკავშირებით უარყოფენ.
ექიმის გიორგი ხუციშვილის განცხადებით, საკეისრო კვეთის დროს ორსულს გული გაუჩერდა, თუმცა კლინიკის სამედიცინო დირექტორს უჭირს იმის თქმა, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი.
მედიკოსების განმარტებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა 2 კვირის შემდეგ სესილი ბუბუტეიშვილი დაიღუპა.
საავადმყოფოში სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან., რის შემდეგაც საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის.
ავტორი: ნიუპრესი