|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა მატარებელზე ვაგონის მოწყვეტის მიზეზი? - რკინიგზის განმარტება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით,  ჯერჯერობით უცნობია მატარებელზე ვაგონის მოწყვეტის მიზეზი.

როგორც საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

მათივე ინფორმაციით,  კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა:

"ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა, აცხადებენ რკინიგზაში.

 

 

 
 

ავტორი: ნიუპრესი