რა მიზეზით უთხრეს პრეზიდენტს უარი ქუთაისში ლექციის ჩატარებაზე? - შალვა კირთაძის განმარტება
წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის შალვა კირთაძის თქმით, პრეზიდენტისათვის ლექციის ჩატარებაზე უარის მიზეზი არა ბოიკოტი, არამედ არახელსაყრელი დრო იყო.
რექტორის თქმით, პრეზიდენტის შერჩეული თარიღი უნივერსიტეტში საგამოცდო დღეებს ემთხვეოდა, რაც უარის მიზეზი გახდა.
„მე უბრალოდ ვთქვი, რომ იმ პერიოდში, საგამოცდო პერიოდი იყო და სასწავლო პროცესი არ გვქონდა. მე ხომ არ ვეტყვი ვინმეს, გინდა თუ არა მიდი, ან არ მიხვიდე, ან როგორ ვაკადრებ ჩემს თავს ან სხვა. როგორ შეიძლება პრეზიდენტთან იყოს ზოგადად წინააღმდეგობა“, - განაცხადა კირთაძემ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს უარი ლექციის ჩატარებაზე ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე უნივერსიტეტმა უთხრა. პრეზიდენტისათვის უნივერსიტეტის კარი ქუთაისშიც დახურული აღმოჩნდა. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მიმართვას უარით უპასუხა. პრეზიდენტს სტუდენტებთან ლექციის ჩატარება ევროინტეგრაციის თემაზე სურდა.
ავტორი: ნიუპრესი