რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია - დეკლარაცია
ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის გაცნობას. ამჯერად წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას ქონებრივ დეკლარაციას.
ირაკლი შენგელის ყავს მეუღლე და სამი შვილი. 2022 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის სახელზე ხუთი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული.
დეპუტატის მამის სახელზეა ქუთაისში, პეტრიწის ქუჩაზე 786 კვ მეტრი საცხოვრებელი სახლი, ასევე საცხოვრებელი სახლი და მიწი ნაკვეთი ვანის მუნიციპალიტეტში.
დედის სახელზეა რეგისტრირებული 48 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში. უშუალოდ ირაკლი შენეგელიას საკუთრებაა 2262 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის 50% წყალტუბოს სოფელ პატრიკეტში.
დეტუტატის საკუთრებაშია "mazda CX3" 29 ათასი აშშ დოლარის ღურებულების, მისი მეუღლის სახელზეა ასევე ""mazda CX5" 30 ათას აშშ დოლარის ღირებულების.
ირაკლი შენგელიას ანგარიშზე სხვადასხვა ბანკში 4400 აშშ დოლარი და 5334 ლარი ირიცხება, მისი მეუღლის თამთა ლევიძის სახელზე 108 ლარი და 30 აშშ დოლარია, 2671 ლარი და 1211 ლარია მისი მამის ანგარიშზე.
ირაკლი შენგელიას სახელფასო ანაზღაურება საკრებულოდან და კლინიკებიდან ერიცხება. გასულ წელს საკრებულოში ხელფასის სახით აიღო 26 479 ლარი, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ექიმ-რადიოლოგის პოზიციაზე 13 500 ლარზე მეტი დაერიცხა, კლინიკა "ბომონდში" კი 65 003 ლარი.
მამას რამაზ შენგელიას 53 621 ლარი დაერიცხა. დედამ ხელფასის სახით 5935 ლარი აიღო, მეუღლემ 77637 ლარი.
ირაკლი შენგელიამ გასულ წელს ქველმოქმედებაში 7500 ლარი დახარჯა.
ირაკლი შენგელია ასევევ იმ მაღალჩინოსნებს შორისაა, ვინც სოციალური დახმარების მიღებაზე უარი არ უთქვამს, რის შესახებაც ინფორმაცია აუდიტის დასკვნაში მოხვდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი